რეალი, ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

“ბელინგემს ურთულესი ბურთი აუღო“ - AS მამარდაშვილზე

ლა ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. მადრიდის „რეალი“ „ვალენსიას“ ესტუმრა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. გამორჩეული მატჩი ჰქონდა გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც „ღამურები“ აშკარა 2 გოლს გადაარჩინა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა AS-მა გიორგი მამარდაშვილის თამაში შეაფასა.

AS:

„მორიგი დიდებული მატჩი გიორგისგან. ქართველი მეკარე ისევ დროულად აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ორი ბრწყინვალე მოგერიება შემოგვთავაზა. ბელინგემს კი ურთულესი ბურთი აუღო. ვინისიუსის გოლებში ბრალი არ მიუძღვის.“

აღსანიშნავია, რომ მატჩის მიწურულს, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს მთავარი არბიტრის მიმართ პრეტენზიები ჰქონდათ.

ჰუდ ბელინგემმა „სამეფო კლუბი“ დააწინაურა, რა დროსაც მანსანომ მატჩი დაასრულა და „რეალს“ გოლი არ ჩაუთვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთ-ერთი საუკეთესო იყო - დავითაშვილის გოლი და 94-ე წუთზე გადარჩენილი მატჩი
ერთ-ერთი საუკეთესო იყო - დავითაშვილის გოლი და 94-ე წუთზე გადარჩენილი მატჩი