ხვიჩა კვარაცხელია, მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

„ვის დავუყენებ კვარაცხელიას?“ - ალეგრი ნაპოლისთან მატჩის წინ

„ნაპოლი“ „იუვენტისის“ წინ, მასიმიალიანო ალეგრიმ პრესასთან ისაუბრა და მოახლოებული მატჩი შეაფასა.

„რა თქმა უნდა, წინ რთული მატჩი გველის, რადგან სატურნირო ცხრილში ნაპოლის ამ პოზიციაზე ხილვა არანორმალურია. გამარჯვების მოსაპოვებლად ძალიან კარგი მატჩის ჩატარება მოგვიწევს.

ეს კომპლექსური მატჩი იქნება, როგორც ატალანტასთან და ჯენოასთან. მეტოქე უნდა შევზღუდოთ და ბურთით აქტიურები ვიყოთ. გუნდი თავს კარგად გრძნობს და ხვალ შესანიშნავი მატჩის ჩატარება გვსურს.

ვისთან მოუწევს კვარაცხელიას დაპირისპირება? ვეა, თუ კამბიასო? ამას დღეს გადავწყვეტ, შემადგენლობა საბოლოოდ ჯერ არ შემირჩევია. ნაპოლის ძლიერი გუნდი ჰყავს, ყოველი სეზონი განსხვავებულია, თუმცა ღირებულებები არ იცვლება. მათთან დაპირისპირება რთული იქნება, ყურადღებით უნდა ვიყოთ.

ვფიქრობ, თუ არა შარშანდელი 1:5-ის შემდეგ შურისძიებაზე? აქ ხუთი წელია არ მოგვიგია, კარგი იქნება თუ ამჯერად მაინც მივაღწევთ შედეგს. ოსიმენის დაბრუნებამ ნაპოლის რწმენა დაუბრუნა.

ჩვენ ვიცით რა თვისებებს ფლობს ნაპოლი. უნდა ვეცადოთ, რომ ბურთით მათ ნახევარზე ვითამაშოთ. კალცონა? მას პირადად არ ვიცნობ, თუმცა ბარსელონასთან და სასუოლოსთან გუნდმა კარგად ითამაშა. იგი სარისთან მრავალი წლით მუშაობდა და მსგავსი მახასიათებლები ექნებათ“.

შეგახსენებთ, რომ მატჩი კვირას 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არსენალი ოსიმენით ინტერესდება - ნაპოლისა და ნიგერიელის მოთხოვნები ცნობილია
არსენალი ოსიმენით ინტერესდება - ნაპოლისა და ნიგერიელის მოთხოვნები ცნობილია