„მამარდა - მესტალიას ობობის ქსელი, რომელსაც რეალში თამაში შეეძლო“
ამაღამ (23:55) ლა ლიგის 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში „ვალენსია“ „რეალს“ უმასპინძლებს.
მადრიდული Marca მატჩამდე გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს და „რეალში“ მის არშემდგარ ტრანსფერს იხსენებს. „მამარდაშვილი - მესტალიას ობობის ქსელი, რომელსაც რეალში თამაში შეეძლო...“ - წერს გავლენიანი ესპანური გამოცემა.
„მამარდაშვილი ვალენსიას ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ქართველი მეკარე, რომელმაც მიმდინარე სეზონში საშინაო კედლებში ყველაზე ცოტა (6) გოლი გაუშვა. ეს მისთვის რეალის წინააღმდეგ მე-5 თამაში იქნება.
რატომ ვერ გადავიდა ის იჯარით რეალში?
ზაფხულში კურტუამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და რეალი მის დროებით შემცვლელს ეძებდა. მადრიდელებმა მამარდაშვილი შეარჩიეს, თუმცა მათ 1-წლიანი იჯარა სურდათ, გამოსყიდვის ვალდებულების გარეშე. 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ, რაზეც ვალენსიამ უარი თქვა.
ვალენსიას მამარდაშვილის გაყიდვა და თანხის სრულად მიღება სურდა, ამიტომ მათ ამ ვარიანტს კარი დაუხურეს, რადგან ეს ძალიან სარისკო ვარიანტი იყო. მაგალითად, კეპა, რომელიც რეალში იჯარით მივიდა, პირველი 2 თვე ითამაშა, შემდეგ ტრავმა მიიღო და მის შესახებ არავინ არაფერი იცის.
ვალენსიას მამარდაშვილის გაყიდვა სურს, თუმცა იცის, რომ თუ იჯარით გაშვების შემთხვევაში ის არ ითამაშებს, მისი რეპუტაცია შეილახება. სწორედ ამიტომ უთხრეს ღამურებმა მადრიდელებს უარი. მამარდაშვილი თამაშობს და თავისი გუნდის ლიდერია. მისი რეპუტაცია კიდევ უფრო გაიზარდა. ის ახლა უკეთესი მეკარეა, ვიდრე შარშან იყო“.
- წერს Marca.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილს მსურველები ძირითადად ინგლისის პრემიერ ლიგიდან ჰყავს.