ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

არსენალი ოსიმენით ინტერესდება - ნაპოლისა და ნიგერიელის მოთხოვნები ცნობილია

ვიქტორ ოსიმენი სეზონის ბოლოს „ნაპოლის“, რომ დატოვებს ეს უკვე დადასტურებული ამბავია. ევროპული პრესა ამჯერად არკვევს, თუ სად წავა ნიგერიელი.

ბრიტანული GiveMeSport-ი წერს, რომ ლონდონის „არსენალს“ ოსიმენის დამატების დიდი სურვილი აქვს, თუმცა ტრანსფერი საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ.

„ნაპოლის“ 100 მილიონი ფუნტის მიღება სურს. თავად ნიგერიელმა კი კვირაში ანაზღაურების სახით 300 ათასი ფუნტი მოითხოვა. „მეთოფეებს“ ამ მომენტისთვის მოთხოვნილი პირობების შესრულება გაუჭირდებათ. მათ ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევთ, რომ მსგავსი ხმაურიანი ტრანსფერი მოითხოვონ.

ნიგერიელ ფორვარდს კარიერის პრემიერ ლიგაში გაგრძელების სურვილი აქვს. მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება კი ინგლისში რამდენიმე კლუბს შეუძლია. იქნება, თუ არა ეს „არსენალი“, ამას მალე გავიგებთ.

წყარო წერს, რომ ოსიმენს მსუყე შემოთავაზებები საუდის არაბეთიდანაც აქვს, თუმცა თავად ფეხბურთელი და მისი აგენტიც, კარიერის ამ ეტაპზე ევროპის დატოვებას არ განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამდენს ითხოვს ვალენსია მამარდას სანაცვლოდ | როგორია ჩელსის წინადადება
რამდენს ითხოვს ვალენსია მამარდას სანაცვლოდ | როგორია ჩელსის წინადადება