დანიშნეთ დე ძერბი - გუარდიოლას რჩევა ბარსელონას
„ბარსელონას“ სეზონის ბოლოს ჩავი დატოვებს და კლუბი ახალი მწვრთნელის ძიებაშია. უკვე კარგა ხანია ჟოან ლაპორტა და დეკუ კანდიდატების შერჩევით არიან დაკავებული.
ბოლო დროს „ბარსას“ ყველაზე ხშირად ორ სახელს უკავშირებენ - ჰანსი ფლიკი და რობერტო დე ძერბი.
Catalunya Radio-ს ცნობით, პეპ გუარდიოლამ ჟოან ლაპორტას დე ძერბის დანიშვნა შესთავაზა. წყარო წერს, რომ მათ შორის საუბარი შედგა და კლუბის პრეზიდენტმა პეპისგან რჩევაც მიიღო.
სხვათა შორის, გუარდიოლამ „მანჩესტერ სიტის“ მისი წასვლის შემდეგ, მთავარ მწვრთნელად დე ძერბის დანიშვნა ურჩია. პეპს იტალიელის ხედვები ძალიან მოსწონს.
ბოლო დროს, ჰანსი ფლიკის კანდიდატურაზე მეტად „ბარსას“ სწორედ დე ძერბის უკავშირებენ. იტალიელ სპეციალისტს „ბრაიტონის“ დასატოვებლად კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 10 მილიონი ევრო უწერია.
დე ძერბი და კვარაცხელია ბარსელონაში?
იტალიური Calciomercato წერს, რომ დე ძერბისა და „ბარსას" შორის კონტაქტი შედგა და იტალიელმა კატალონიელებს 2 ფეხბურთელის შეძენის გარანტია მოსთხოვა.
„ბარსელონა რობერტო დე ძერბის დაუკავშირდა. იტალიელი კლუბის ჩაბარებაზე თანახმაა, თუმცა 2 მოთხოვნა აქვს. პირველი მოთამაშე, რომელიც დე ძერბიმ ბარსელონას მოსთხოვა, ხვიჩა კვარაცხელიაა. ნაპოლის ქართველი შემტევი დღეისთვის, ევროპის მასშტაბით ას ყველაზე დაკვირვებად თავდამსხმელს შორისაა. ბლაუგრანაში ის დე ძერბის სათამაშო სტილს ბრწყინვალედ მოერგება.
მეორე ვინც დე ძერბიმ მოითხოვა ევერტონის ცენტრალური ნახევარმცველი ამადუ ონანაა".