ოთარ კაკაბაძე, კრაკოვია
Aa
Aa

კრაკოვიას მარცხი - კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა

პოლონეთის ექსტრაკლასაში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ უშუალო კონკურენტთან „ვარტრასთან“ მატჩში 0:1 დამარცხდა.

23-ე ტურის შეხვედრაში კაკაბაძე მოედანზე პირველივე წუთებიდანვე გამოჩნდა და სრულადაც ითამაშა. საქართველოს ნაკრების განაპირა მცველმა საშუალო შეფასება მიიღო (6.5). ბოლო დროს კაკაბაძე ფიზიკურად სასურველ კონდიციებშია და მუდმივად სასტარტოში ხვდება, რაც მარტის მატჩებისთვის ვილი სანიოლისთვის კარგი ამბავია.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, გამარჯვებული მე-80 წუთზე გამოვლინდა, როცა „კრაკოვიამ“ ტომაშ პრიკრილის გოლით სტუმრები დააწინაურა.

28 წლის ოთარ კაკაბაძე „კრაკოვიაში“ მესამე სეზონს ატარებს, მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო საერთო ჯამში მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა (12 - პოლონეთის ჩემპიონატი, 2 - პოლონეთის თასი).

23 ტურის შემდეგ, „კრაკოვიას“ 26 ქულა აქვს და მე-12 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რამდენს ითხოვს ვალენსია მამარდას სანაცვლოდ | როგორია ჩელსის წინადადება
რამდენს ითხოვს ვალენსია მამარდას სანაცვლოდ | როგორია ჩელსის წინადადება