ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მარიო რუისთან უკეთ თამაშობს“ | მარადონას ნაპოლის მცველი ხვიჩაზე

ჯოვანი ფრანჩინი „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელია, რომელიც „პარტენოპეის“ ღირსებას 1987-დან 1994 წლამდე იცავდა და დიეგო მარადონასთან ერთად, „სკუდეტო“ მოიგო. ფრანჩინიმ ქართველ გარემარბზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „კვარა“ უკეთესია, როცა მის უკან მარიო რუი თამაშობს.

„ნაპოლის კალიარისთან ცუდად არ უთამაშია, თუმცა მატჩის ბოლოს დაშვებულმა შეცდომამ და სახიფათო მომენტებისას გამოჩენილმა ეგოისტობამ შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. სასუოლოსთან, პარტენოპეიმ კარგი თამაში აჩვენა და გუნდში არსებული ჰარმონია დავინახეთ. ნაპოლის ფსიქოლოგიური პრობლემები რომ ჰქონოდა, სასუოლოს გოლის შემდეგ, 6 ბურთს ვერ გაიტანდა და მაგარია, როცა ასეთ ნაპოლის ვხედავთ.

კვარა? ჩემი აზრით, ის უკეთ თამაშობს, როცა მის უკან მარიო რუი იმყოფება. მათ შეუძლიათ, ერთმანეთი თვალდახუჭულმა იპოვონ. იუვენტუსი? ბიანკონერისთან მარტივი არასდროსაა. მაშინაც კი, როცა იუვეს რთული პერიოდი უდგას, მაგრამ ჩემი ვარაუდი მაინც ნაპოლის გამარჯვებაა“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ 3 მარტს მიიღებს. შეხვედრა თბილისის დროით, 23:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გრანდები, რომლებსაც კვარას უკავშირებენ | სატრანსფერო ექსპერტის სია
გრანდები, რომლებსაც კვარას უკავშირებენ | სატრანსფერო ექსპერტის სია