გრანდები, რომლებსაც კვარას უკავშირებენ | სატრანსფერო ექსპერტის სია
„ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ევროპული ფეხბურთის რამდენიმე გრანდი აკვირდება. „კვარას“ მიმართ არსებულ ინტერესთან დაკავშირებით, ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ეკრემ კონურმა ახალი ინფორმაცია გაავრცელა და დაასახელა კლუბები, რომლებიც „პარტენოპეის“ გარემარბს თვალს ადევნებენ.
„პარი სენ-ჟერმენს, ბაიერნს, მანჩესტერ იუნაიტედს, არსენალს, ლივერპულსა და ჩელსის კვლავინდებურად უკავშირებენ ნაპოლის 23 წლის ქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას“, - წერს ეკრემ კონური.
????❗???????? #ForzaNapoliSempre ????❗
— Ekrem KONUR (@Ekremkonur) March 1, 2024
PSG, Bayern Munich, Manchester United, Arsenal, Liverpool and Chelsea continue to be linked with Napoli's 23-year-old Georgian winger Khvicha Kvaratskhelia. pic.twitter.com/xaDUexZJfD
ცნობისთვის, კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონი ევროა. „პარტენოპეი“ მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებს და იტალიური გამოცემების მიხედვით, ამ თემაზე მოლაპარაკებები ზაფხულში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 24 შეხვედრაში აქვს მიღებული და მის ანგარიშზე 8 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა. „კვარამ“ ჩემპიონთა ლიგაზე 7 მატჩი ჩაატარა და 1 ასისტით გამოირჩა.