ილია თოფურია, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

Bellator-ის რუსი ჩემპიონის უხამსი პოსტი ილია თოფურიას მისამართით

Bellator-ის ჩემპიონმა, უსმან ნურმაგომედოვმა, რომელიც UFC-ის სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვის ძმაა, ილია თოფურიას უხამსად მიმართა. რუსმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ წაშალა.

„ყოველი მატადორისთვის, მოიძებნება ხარი. უმარს ქვემსუბუქ წონაში ასვლა არ მოუწევს, რადგან ჰყავს ძმა, რომელიც საჯდომს გაგირღვევს“, - დაწერა ნურმაგომედოვმა „ინსტაგრამის“ სთორიში.

ცნობისთვის, უსმან ნურმაგომედოვი Bellator-ის მსუბუქ წონით დივიზიონში გამოდის და დაუმარცხებელი მებრძოლია. მან კარიერაში 17 ჩხუბი გამართა და ყველაში იმარჯვა. 2023 წლის 7 ოქტომბერს, მან ბრენტ პრიმუსი დაამარცხა, მაგრამ ჩხუბის დასრულების შემდეგ, სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს და შედეგი გაუქმდა.

ილიას რაც შეეხება, „ელ მატადორი“ UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი UFC 298-ზე, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტებით გახდა. თოფურია Pound for Pound რეიტინგშიც შევიდა და მე-5 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უფალი ჩემთანაა!“ | ილია თოფურიას სიტყვები ვოლკთან ჩხუბამდე
„უფალი ჩემთანაა!“ | ილია თოფურიას სიტყვები ვოლკთან ჩხუბამდე