ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, პაოლო დი კანიო
Aa
Aa

„ოსიმენთან და კვარასთან ერთად შეუძლებელი არაფერია“ | დი კანიო ნაპოლიზე

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, პაოლო დი კანიომ „ნაპოლიზე“ ისაუბრა. დი კანიოს თქმით, „სასუოლოსთან“ 6:1 მოგებული მატჩი გუნდს ძალიან დაეხმარება და ვიქტორ ოსიმენთან და ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, შეუძლებელი არაფერია.

„იმედი მაქვს, ნაპოლი ბარსელონასთან არ გამოვარდება, მაგრამ თუ ასე მოხდა, სჯობს პარტენოპეიმ ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა მერვედფინალში დაასრულოს, რადგან იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის უკეთესი შანსი ექნება. რატომ? იმიტომ, რომ მხოლოდ ერთი მიზანი დარჩებათ. პარტენოპეის შეუძლია, ბოლო ტურებში წარმატებული სერია ჰქონდეს და თუ ოთხეულს 4-5 ქულით ჩამორჩები, გამორიცხული არაფერია.

რა აკლია ნაპოლის? პარტენოპეიმ თავდაჯერებულობა დაიბრუნა და ოსიმენთან და კვარასთან ერთად, ყველაფერი შესაძლებელია. რა თქმა უნდა, დაცვაში უკეთესი ბალანსის პოვნაა საჭირო, მაგრამ თუ შეტევაში გამანადგურებელი ხარ, გაქვს ფუფუნება, დაცვაში არსებული ხვრელები გადაფარო. სასუოლოსთან მოპოვებული გამარჯვება გუნდს თვითრწმენას დაუბრუნებს. მაგალითად, კვარამ 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა გაიფორმა და ეს საშუალებას მოგვცემს, იუვენტუსთან მატჩს უფრო მშვიდად შევხვდეთ.

რას ვფიქრობ კალცონაზე? არ ვიცი, ლიდერი არის თუ არა, მაგრამ გუნდში ნორმალური სიტუაცია დააბრუნა. ვალტერ მაცარიმ არეული ვითარება დატოვა და კალცონა აკეთებს, რაც იცის. გუნდი ყოველთვის პირველია და ინდივიდუალიზმი უკანა პლანზეა. სამწუხაროა, რომ გასახდელში ნაპოლის ლიდერი არ ჰყავს. დი ლორენცო შესანიშნავი კაპიტანია, მაგრამ ძალიან მშვიდია. ოსიმენი ჩვეულ სტილში იქცევა და არ მგონია, რომ სხვების მიმართ ემპათია ჰქონდეს“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ საპასუხო შეხვედრა 12 მარტს, ბარსელონაში გაიმართება, მანამდე კი „ნაპოლი“ 3 მარტს, საკუთარ მოედანზე „იუვენტუსს“ მიიღებს, 8 მარტს კი საბა საზონოვის „ტორინოს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სხვა სამყაროდანაა, არასდროს კმაყოფილდება - ესპანელი მებრძოლი თოფურიაზე
სხვა სამყაროდანაა, არასდროს კმაყოფილდება - ესპანელი მებრძოლი თოფურიაზე