„უფალი ჩემთანაა!“ | ილია თოფურიას სიტყვები ვოლკთან ჩხუბამდე
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ სოციალურ ქსელებში ვიდეო გამოაქვეყნა და ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან გასამართ სატიტულო ბრძოლამდე განვითარებული მოვლენები გაგვიზიარა. ვიდეოში ვისმენთ სიტყვებს, რომლებითაც „ელ მატადორმა“, ოქტაგონზე გასვლამდე, საკუთარ თავს მიმართა, შემდეგ კი ბრძოლისა და ილიას ისტორიული ნოკაუტის კადრებს ვხედავთ.
„ღმერთი ჩემთანაა. ამისთვის მამზადებდა, ამ ყველაფრისთვის მამზადებდა და ჩემ გვერდითაა. უფალმა სწრაფი, ძლიერი, თავდაუზოგავად მომუშავე, მეოცნებე და მიზნების მიმღწევი ადამიანი გამხადა. დროა, ჩემი ოცნება ავისრულო“, - ეუბნება თოფურია საკუთარ თავს.
I dreamt it. Yo lo soñé.#GodFirst #Champion ???? pic.twitter.com/2f1Twg4nDk
— Ilia Topuria (@Topuriailia) March 1, 2024
შეგახსენებთ, რომ ილიამ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში დაანოკაუტა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონი გახდა. „ვოლკის“ დაფინიშების შემდეგ, თოფურია Pound for Pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) შევიდა. „ელ მატადორი“ მე-5 ადგილზეა და მხოლოდ ალექს პერეირას, ჯონ ჯონსს, ლეონ ედვარდსსა და ისლამ მახაჩევს ჩამორჩება. ილია ისეთ მებრძოლებს უსწრებს, როგორებიც ჩარლზ ოლივეირა, ალეშანდრე პანტოჟა, დემეტრიუს ჯონსონი და სხვები არიან.