ილია თოფურია, ალექსანდრე თოფურია, პეპე ტორესი
Aa
Aa

სხვა სამყაროდანაა, არასდროს კმაყოფილდება - ესპანელი მებრძოლი თოფურიაზე

MMA-ს მებრძოლმა პეპე ტორესმა ესპანურ MARCA-სთან ილია თოფურიაზე ისაუბრა. პეპე ილიასთან და ილიას ძმასთან, ალექსანდრე თოფურიასთან ერთად ვარჯიშობს და მათ კარგად იცნობს.

„წლებია ერთად ვვარჯიშობთ, ილიას ძალიან ვუყვარვარ და მაფასებს. ჩემთვის მენტორია, ჩემი მასწავლებელია, ჩემი მეგობარია...

ეჭვი არ გვეპარებოდა რომ ქამარს მოიპოვებდა, საოცრად პროფესიონალია, სხვა სამყაროდანაა. ძალიან მეთოდურია, საკუთარი თავით არასდროს კმაყოფილდება... და მე მომწონს ის. მას და მის ძმას ვბაძავ, ისინი საუკეთესოები არიან.

ილიას ხასიათი აქვს... თუ გაიაზრებთ, ის პირველი არასდროს გამოხატავს მეტოქის მიმართ უპატივცემულობას, ამას ჯერ მისი მეტოქე აკეთებს. როცა ჯერ კიდევ UFC-ის მებრძოლებს შორისაც არ იყო, მითხრა რომ UFC-ში მოხვებოდა''.

შეგახსენებთ, ვოლკანოვსკის დანოკაუტების შემდეგ თოფურია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა და Pound for Pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) შევიდა. „ელ მატადორი“ მე-5 ადგილზეა და მხოლოდ ალექს პერეირას, ჯონ ჯონსს, ლეონ ედვარდსსა და ისლამ მახაჩევს ჩამორჩება. ილია ისეთ მებრძოლებს უსწრებს, როგორებიც ჩარლზ ოლივეირა, ალეშანდრე პანტოჟა, დემეტრიუს ჯონსონი და სხვები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები