ტებასი: ყველაფერი არც ისე კატასტროფულად არის, ბარსას აიაქსად ქცევა არ ემუქრება
ლა ლიგის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ „ბარსელონა“ მეორე „აიაქსი“ არ გახდება.
ხავიერ ტებასი „აიაქსთან“ მიმართებით „ბარსას“ იმიტომ ახსენებს, რომ ამსტერდამელები წლებია ახალგაზრდა ნიჭიერ მოთამაშეებს ზრდიან და შემდეგ ტრანსფერზე აყენებენ, კლუბი კი მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძვის.
„ეს არ მოხდება. ბარსელონა გამოვა იმ რთული სიტუაციიდან, რომელშიც იმყოფება.
ბარსას აქვს ვარიანტები. მათ ჰყავთ ორი ან სამი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, რომელთა გაყიდვაც შეუძლიათ. მათი გაყიდვა პრობლემების უმეტესობას მოაგვარებს. ამის წყალობით მათ შეუძლიათ ფულის გამომუშავება, ვალის პროცენტების თავიდან აცილება და ეს კლუბს საშუალებას მისცემს სახელფასო ჭერი გააკონტროლოს.
ბარსელონა წლიურად თითქმის მილიარდს შოულობს. ის აიაქსის მსგავსი არ გახდება. ეს უეჭველია. მაგრამ, როგორც ბევრი სხვა კლუბი, ისიც რთულ დროებას განიცდის და ჩვენი FFP ავალდებულებს მათ იყვნენ იქ, სადაც ახლა არიან.
რამდენადაც ვიცი, ისინი ჩემპიონთა ლიგიდან არ გამოვარდნილან და ლა ლიგის მოგება ჯერაც შეუძლიათ. ყველაფერი ასე კატასტროფულად არ არის“,
- განაცხადა ლა ლიგის პრეზიდენტმა.
ტებასმა რამდენიმე საუკეთესო მოთამაშის გაყიდვაში დიდი ალბათობით, ტერ შტეგენი, დე იონგი, ლევანდოვსკის ტრიოდან რომელიმე იგულისხმა. ან ყველა მათგანი. როგორც ცნობილია, „ბარსა“ არაუხოს, პედრის, გავისა და დე იონგს ხელშეუხებელთა შორის ასახელებს.