ხვიჩა კვარაცხელია, ჰალიდ დოლტმურზიევი, სოლტმურად ბაკაევი
Aa
Aa

ბაკაევი: ხვიჩა ჩემთვის ძმასავითაა, ბრწყინვალე ბიჭია კარგი მანერებით

წარმოშობით ინგუშმა ფეხბურთელმა სოლტმურად ბაკაევმა რუსულ Sport24-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ბაკაევი, ხვიჩა და ზურიკო დავითაშვილი „რუბინში’’ თანაგუნდელები იყვნენ და როგორც აღნიშნავს ერთად დიდ დროს ატარებდნენ.

„მასთან და ზურიკოსთან დიდ დროს ვატარებდი. ხვიჩა ბრწყინვალე ბიჭია. ძალიან მხიარული. და ყველაზე მნიშვნელოვანი - ზრდილობიანი, კარგი მანერებით. ჩემთვის ძმასავითაა, ინგუშები და ქართველები ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ’’.

ხვიჩა კვარაცხელია და სოლტმურად ბაკაევი „რუბინში’’ თანაგუნდელები 2020-22 წლებში იყვნენ. ყაზანურ კლუბში ხვიჩა მარცხენა გარემარბად თამაშობდა, ბაკაევი - მარჯვენა გარემარბად. მათი კარიერა განსხვავებულად განვითარდა, ხვიჩამ კარიერა „ნაპოლიში'' გააგრძელა, ბაკაევი კი კვლავ „რუბინის'' საკუთრებაა და იჯარით რუსეთის რანგით მეორე ლიგის „როდინა მოსკოვში'' თამაშობს.

მოსაზრებას ქართველებისა და ინგუშების მეგობრობის შესახებ ის ფაქტიც ამყარებს, რომ გასულ წელს საქართველოს ნაკრებში თამაში 16 წლის ინგუშმა ტალანტმა ჰალიდ დოლტმურზიევმა გადაწყვიტა, „ბრიუგეს’’ აკადემიაში იზრდება და ახლა უკვე საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მოთამაშეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები