შოთა არველაძე, ქარაგიუმრუქი, გალათასარაი
Aa
Aa

დიდი სენსაცია - არველაძის გუნდმა გალათასარაი თასიდან გააგდო

თურქეთის თასის 1/4-ფინალში შოთა არველაძის „ქარაგიუმრუქი“ „გალათასარაის“ დაუპირისპირდა და სტუმრად 2:0 დაამარცხა.

არველაძის გუნდმა სენსაცია შემოგვთავაზა და თასის ნახევარფინალში გავიდა.

„ქარაგიუმრუქი“ მე-6 წუთზე რაიან მენდესის პასით მარკაომ დააწინაურა. ამის შემდეგ, მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ, ბურთსაც ისინი აკონტროლებდნენ და კარისკენაც ორჯერ მეტი დარტყმა ჰქონდათ, თუმცა უშედეგოდ.

მეორე ტაიმში „გალათასარაი“ ბურთს 85%-ით ფლობდა, თუმცა შოთას გუნდმა კონტრშეტევაზე ჭკვიანურად ითამაშა და კარში 3-ჯერ დაურტყა, როცა „გალამ“ მხოლოდ 1-ჯერ დაარტყა.

საბოლოოდ, ტაბლოზე ფინალური ანგარიში 84-ე წუთზე ემრე მორის პასით რაიან მენდესმა დააფიქსირა.

შოთა არველაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 მარტს, სტუმრად „ადანა დემირსფორთან“ გამართავს. „ქარაგიუმრუქი“ ჩემპიონატში 27 ტურის შემდეგ, 29 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფებიან და გასავარდნ ზონასთან მხოლოდ ერთი ქულა აშორებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეცის თვის საუკეთესო ფეხბურთელი | მიქაუტაძე ნომინანტებს შორისაა
მეცის თვის საუკეთესო ფეხბურთელი | მიქაუტაძე ნომინანტებს შორისაა