ხვიჩა კვარაცხელია, ჰამედ ტრაორე
Aa
Aa

„კვარას დამატებითი ჟანგბადი მისცეს, ის კი აღქმად სილამაზეს ავრცელებს...“

„ნაპოლის“ „სასუოლოსთან“ გამარჯვების შემდეგ, tuttonapoli ფრანჩესკო კალცონას გუნდში არსებულ ცვლილებებზე წერს.

იტალიური გამოცემა განსაკუთრებით ნახევარდაცვის თამაშს შეეხო, რამაც ხვიჩა კვარაცხელიას მეტი სივრცე და აგრესია მისცა.

ჰამედ ტრაორემ პიოტრ ზიელინსკის პოზიცია დაიკავა და ნელ-ნელა დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევს.

„სამი ნახევარმცველი ცენტრში ჰარმონიულად მოძრაობდა, როგორც ფორტეპიანოს კლავიშები, რომლებიც სიმფონიას მისდევენ. ტრაორე სიცოცხლით სავსე წერტილი იყო, რაც გუნდს ზიელინსკისგან აკლდა. ტრაორემ ის სივრცეები აითვისა, რომელიც პიოტრის გარეშე იყო დარჩენილი.

ტრაორემ მარიო რუისთან ერთად კვარას ახალი სუნთქვა გაუხსნა, ქართველს დამატებითი ჟანგბადი მისცეს, რომელმაც მას მხარდაჭერა აღმოუჩინა. ტრაორე ჯერჯერობით 100%-ით მზად არ არის, თუმცა ის უკვე ბევრ კარგ რამეს გვპირდება.

კვარაცხელიას უკვე 8 გოლი აქვს გატანილი. ის აღქმად სილამაზეს ავრცელებს, რაც ინტელექტის ძალისხმევას არ საჭიროებს. ნამდვილი ხელოვნება ასეთია: გლობალური, უნივერსალური, ის ხსნის ყბებს ეტიკეტების წაკითხვისა ან ახსნა-განმარტებების გარეშე. 77-ე ნომრის მიერ ნაჩვენები თამაში პირველყოფილი ადამიანების მიერ დანთებულ ცეცხლს ჰგავს. თუ, გუნდი აგრესიულია და ბურთის მოპოვებას ახერხებს, ხვიჩა მოედნის ბოლო 30 მეტრში იმას აკეთებს, რაც მოესურვება. მარჯვნივ, მარცხნივ, ფეხბურთის სათამაშოდ შექმნილი სხეულის ყველა ატომით. სუფთა ინსტინქტი, ქარიშხალი და იმპულსი. რა საოცრებაა“.

-  წერს tuttonapoli.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 34 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოლიტანო: ოსისთან და კვარასთან ერთად ყველაფერი გამარტივდება
პოლიტანო: ოსისთან და კვარასთან ერთად ყველაფერი გამარტივდება