პოლ პოგბა
Aa
Aa

„შოკირებული ვარ, გადაწყვეტილება უსამართლოა“ - პოგბა დისკვალიფიკაციაზე

დღეს ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ საფრანგეთის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ფეხბურთელი, პოლ პოგბა დოპინგის მოხმარების გამო მკაცრად დასაჯა.

ფეხბურთელი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს:

„მე ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული ვარ და განაჩენი სამართლიანად არ მიმაჩნია. სევდიანი, შოკირებული და გულდაწყვეტილი ვარ. დასანანია, რომ ყველაფერი, რაც ჩემს პროფესიონალურ კარიერაში ავაშენე, წამართვეს“.

- ციტირებს პოგბას სიტყვებს ჟურნალისტი საიმონ სტოუნი.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 30 წლის ფრანგ ნახევარმცველს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას დოპინგის ტესტზე დადებითი პასუხი 2023 წლის აგვისტოში ამოუვიდა, რაც მოგვიანებით განმეორებითმა ტესტმაც დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველამ იცეკვა, თუმცა, გამორჩეული ორი სოლისტი იყო“ - Gazzetta კვარა-ოსიმენზე
„ყველამ იცეკვა, თუმცა, გამორჩეული ორი სოლისტი იყო“ - Gazzetta კვარა-ოსიმენზე