ყველაზე მაღალი შეფასებით | კვარა თვის სიმბოლურ ნაკრებში
„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თებერვლის თვის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. „პარტენოპეის“ 23 წლის შემტევი ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Whoscored-მა გამოარჩია და საუკეთესო თერთმეტეულში შეიყვანა.
„კვარას“ გარდა, Whoscored-ის სიმბოლურ ნაკრებში მიკელე დი გრეგორიო, ბენჟამინ პავარი, ალესანდრო ბასტონი, ფედერიკო დიმარკო, რაულ ბელანოვა, მარიო პაშალიჩი, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ლეანდრო პარედესი, პაულო დიბალა და ლაუტარო მარტინესი მოხვდნენ.
???????? Serie A Team of the Month pic.twitter.com/FjR1eFGRjK
— WhoScored.com (@WhoScored) February 29, 2024
საინტერესოა, რომ Whoscored-მა თებერვალში „კვარას“ მიერ ნაჩვენები თამაში 8.21 ქულით შეაფასა. ტოპ 11-ში მოხვედრილ ფეხბურთელებს შორის, მასზე უკეთესი მაჩვენებელი არავის აქვს, ხვიჩასთან ყველაზე ახლოს კი პაულო დიბალაა - 8.12.
ცნობისთვის, „კვარამ“ თებერვალში სერია A-ს ეგიდით 5 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 3 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა. ქართველმა ფეხბურთელმა „ვერონას“ გაუტანა, „სასუოლოსთან“ კი დუბლი და ასისტი მიითვალა.