პოლ პოგბა
Aa
Aa

ანტიდოპინგურმა სააგენტომ პოგბა მკაცრად დასაჯა

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ საფრანგეთის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ფეხბურთელი, პოლ პოგბა დოპინგის მოხმარების გამო მკაცრად დასაჯა.

ცნობილი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 30 წლის ფრანგ ნახევარმცველს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

საგულისხმოა, რომ სააგენტომ სასჯელის ვადა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაადგინა, თუმცა, საჩივრის განხილვისა და ფეხბურთელისადმი უარის თქმის შემდეგ, ვადა ძალაში დღეიდან შევიდა.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას დოპინგის ტესტზე დადებითი პასუხი 2023 წლის აგვისტოში ამოუვიდა, რაც მოგვიანებით განმეორებითმა ტესტმაც დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები