ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„ყველამ იცეკვა, თუმცა, გამორჩეული ორი სოლისტი იყო“ - Gazzetta კვარა-ოსიმენზე

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის გადადებულ მატჩში „ნაპოლი“ სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 1:6 დაამარცხა.

გამორჩეული მატჩი ჰქონდათ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს. ქართველმა შემტევმა დუბლი და საგოლე პასი მიითვალა, ნიგერიელმა კი ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

ქართულ-ნიგერიული წყვილის წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩენია გავლენიან იტალიურ გაზეთ la Gazzetta dello Sport-ს და გამოცემამ დღევანდელი ნომრის მთავარი გვერდის ნაწილი კვარას და ოსიმენს დაუთმო.

რას წერს GAZZETTA:

„ნაპოლიმ“ „ბარსელონას“ მნიშვნელოვანი შეტყობინება გაუგზავნა. ეს იყო ენთუზიაზმით სავსე გუნდის გზავნილი, რომელიც რთული პერიოდის მიუხედავად, არ ჩანს განადგურებული და დემორალიზებული. გუშინ, ყველა ბედნიერად ცეკვავდა, მაგრამ განსაკუთრებულად გამორჩეული ორი სოლისტი იყო - სამი გოლი ოსიმენისგან და ორი გოლი კვარაცხელიასგან, თამაშისგან სიამოვნება და ურთიერთდახმარება. კარგი განწყობა სწორედ ამ გზაზეა აწყობილი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ საპასუხო შეხვედრა 12 მარტს, ბარსელონაში გაიმართება, მანამდე კი „ნაპოლი“ 3 მარტს, საკუთარ მოედანზე „იუვენტუსს“ მიიღებს, 8 მარტს კი საბა საზონოვის „ტორინოს“ უმასპინძლებს.

სასუოლო 1:6 ნაპოლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალცონა: კვარამ მენტალური მდგრადობა გვიჩვენა, მისი ყოველთვის მჯეროდა
კალცონა: კვარამ მენტალური მდგრადობა გვიჩვენა, მისი ყოველთვის მჯეროდა