საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, ვასილ ლობჟანიძე, დემურ თაფლაძე, რიჩარდ კოკერილი
Aa
Aa

რიჩარდ კოკერილმა რუმინეთთან სამატჩო შემადგენლობა დაასახელა

შაბათს 2 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს. თამაშამდე ორი დღით ადრე, მორაგბეებმა შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს.

წინა მატჩებთან შედარებით შემადგენლობაში ოთხი სიახლეა - ბორჯღალოსნებს ვასილ ლობჟანიძე, ლუკა ჯაფარიძე, ნიკოლოზ სუთიძე და დემურ ეფრემიძე შეუერთდნენ.

სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ „ბორჯღალოსნების“ წევრებმა, დემურ თაფლაძემ და ვასილ ლობჟანიძემ ჟურნალისტებთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა 15-კაციანი სამატჩო რაზმიც დაასახელა.

ფინალის საგზურის გარდა, საქართველო-რუმინეთის შეხვედრაში ტრადიციულად ანთიმოზ ივერიელის თასიც გათამაშდება. ქართველებსა და რუმინელებს შორის აქამდე გამართული ცხრამეტი მატჩიდან თექვსმეტი ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ნაკრებების დაპირისპირება 2 მარტს, მიხეილ მესხის სტადიონზე 16:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები