ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, კარლო ალვინო
Aa
Aa

„ჩვენი იმედები გააღვიძეს“ - ცნობილი ჟურნალისტი კვარა-ოსიმენზე

„ნაპოლისთან“ დაახლოებული ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, კარლო ალვინო სოციალურ ქსელში „სასუოლოსთან“ გამარჯვებას ეხმაურება და ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის კარგი თამაშის შესახებაც წერს.

კარლო ალვინო:

პირველ რიგში, მადლობა სტადიონზე მოსულ 8 ათასამდე ნეაპოლელ ქომაგს 8 ათასი ლურჯი გულისთვის. მათი მხარდაჭერა მუდამ მოძრავი და განუწყვეტელია. ეს გამარჯვება მათ ეძღვნებათ ამ საოცარი მხარდაჭერისთვის. ბოლოსდაბოლოს, მრისხანე „ნაპოლი“ ისევ ვიხილეთ. ეს იყო თავმოყვარეობის დიდი ინექცია, ზუსტად ის, რაც ამ რთულ მომენტში გვჭირდებოდა. დღეს ეგოიზმი გვერდით გადავდეთ და გუნდურ თამაშს დავუბრუნდით. ოსიმენის და კვარაცხელიას კარგმა თამაშმა იმედები გაგვიღვიძა. ორივე არაჩვეულებრივი მოთამაშეები არიან და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს გაოცებას სეზონის ბოლომდე შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის გადადებულ მატჩში „ნაპოლიმ“ სტუმრად „სასუოლო“ 6:1 დაამარცხა. ვიქტორ ოსიმენმა ჰეთ-თრიკი და საგოლე პასი შეასრულა, ხვიჩა კვარაცხელია კი დუბლითა და ასევე საგოლე გადაცემით გამოირჩა. ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო შეხვედრას 3 მარტს, საკუთარ მოედანზე „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალცონა: კვარამ მენტალური მდგრადობა გვიჩვენა, მისი ყოველთვის მჯეროდა
კალცონა: კვარამ მენტალური მდგრადობა გვიჩვენა, მისი ყოველთვის მჯეროდა