იტალიელი ჟურნალისტი: “ხვიჩამ თავისი თავი ისევ იპოვა“
სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „სასუოლოს“ ესტუმრა და 6:1 გაანადგურა. გამორჩეული მატჩი ჰქონდათ ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენს.
ნიგერიელმა თავდამსხმელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო ქართველმა შემტევმა დუბლი და საგოლე პასიც მიითვალა.
მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიელმა ჟურნალისტმა მასიმო უგოლინიმ ხვიჩას შესახებ ისაუბრა.
უგოლინი:
„ტაქტიკაზე საუბარს აზრი არ აქვს. ოსიმენმა სამ თამაშში 5 გოლი გაიტანა. ეს კი ფუნდამენტური ამბავია. მისი ასეთ ფორმაში ყოფნა „ნაპოლის“ ძალიან წაადგება. ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი თავი ისევ იპოვა და მარიო რუისთან კავშირი დაამყარა. სირცხვილი მხოლოდ მერეტის გაშვებული გოლი იყო.“
შეგახსენებთ, ამ გამარჯვების შემდეგ, „პარტენოპეის“ 40 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს „ნაპოლი“ 3 მარტს, საკუთარ კედლებში, „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.
ცნობისთვის, „ჯვაროსნების“ შემტევმა მიმდინარე სეზონში მერვე გოლი გაიტანა და მეექვსე საგოლე გადაცემა შეასრულა.
ხვიჩას ყველა მომენტი სასუოლოსთან