ხვიჩა კვარაცხელია, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

კალცონა: კვარამ მენტალური მდგრადობა გვიჩვენა, მისი ყოველთვის მჯეროდა

სერია A-ს 26-ე ტურში „ნაპოლი“ „სასუოლოს“ ესტუმრა და 6:1 გაანადგურა.

ფრანჩესკო კალცონამ მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.

კვარამ დღეს დუბლი შეასრულა და 1 საგოლე პასიც გაიფორმა.

„ოსიმენი თავის დონეს უბრუნდება. ის ბოლო დროს კარგ ფორმაში არ იყო, რადგან აფრიკის თასზე დაახლოებით ერთი თვის წინ წავიდა. ახლა დაბრუნდა და ნელ ნელა მწვერვალს უბრუნდება. იგივე კვარას შემთხვევაშიც, მანაც რთული პერიოდი გამოიარა და დღეს მან მენტალური მდგრადობა გვიჩვენა. ამაში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, პირველივე დღიდანვე მქონდა ასეთი წინათგრძნობა, რომ ძველ კვარას ისევ ვიპოვიდით.

ბიჭებმა ყველაფერი მომცეს და ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო. დავინახე ვარჯიშის, ერთად ყოფნის სურვილი და ამან იმედი მომცა. ნეგატიური ნარჩენებისგან თავის დაღწევა ადვილი არ არის. ყველაფერს ცოტა დრო სჭირდება. ერთი კვირაა ერთად ვმუშაობთ და ინტენსივობის ზრდა ვნახეთ, ვარჯიშის განსხვავებული ხარისხი და ეს მე იმედს მაძლევს.

კვარას და ოსიმენის დუეტი? ისინი არიან ბიჭები, რომლებსაც პრობლემები სხვადასხვა მიზეზების გამო ჰქონდათ, მაგრამ მათი მხრიდან რაიმე პრობლემები ან დაპირისპირება არასდროს გვინახავს. ყოველთვის თავდახრილები შრომობენ. მე გიჟი არ ვარ, რომ ასეთი დონის ფეხბურთელებს ჩემი ძალისხმევა მოვაკლო. მათი თამაშიდან მოხსნა სულ სხვა საქმეა. როცა მატჩის დროს ინტენსივობას ვკარგავთ და პრობლემები ჩნდება, ვცდილობ ისინი მოვაგვარო და ასეთ დროს ცვლილებებს მივმართავ.

სპალეტის ნაპოლის მსგავსი თამაში? რაც ლუჩანომ შარშან გააკეთა, ეს შეუდარებელი იყო. ჩვენ ვცდილობთ მარტივი ფეხბურთი ვითამაშოთ, შესაძლოა ეს მეტოქის ნახევარზე გავაკეთოთ. ერთი კვირაა რაც ერთად ვართ და წინ გიგანტური ნაბიჯები გადავდგით. წესრიგს ვითხოვ და მას ნელ-ნელა ვპოულობთ“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ მომდევნო მატჩი 3 მარტს, „დიეგო მარადონაზე“ ტურინის „იუვენტუსთან“ (23:45) ელის.

ხვიჩას ყველა მომენტი VS სასუოლო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დუბლი და საგოლე პასი - ხვიჩამ სასუოლოსთან გაიბრწყინა
დუბლი და საგოლე პასი - ხვიჩამ სასუოლოსთან გაიბრწყინა