Sofascore - ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „სასუოლოს“ ესტუმრა და 6:1 გაანადგურა. გამორჩეული მატჩი ჰქონდათ ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენს.
ნიგერიელმა თავდამსხმელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო ქართველმა შემტევმა დუბლი და საგოლე პასიც მიითვალა.
მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა „ნაპოლის“ ფეხბურთელები შეაფასა.
Sofascore:
მერეტი(6.4), დი ლორენცო(7.4), რაჰმანი(7.4), მარიო რუი(6.8), ლობოტკა(7.4), ანგისა(7.6), ტრაორე(6.9), პოლიტანო(8.0), ოსიმენი(9.5), კვარაცხელია(9.7).
როგორც ხედავთ ქართველმა ვარსკვლავმა ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო და Sofascore-ის ვერსიით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
შეგახსენებთ, ამ გამარჯვების შემდეგ, „პარტენოპეის“ 40 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს „ნაპოლი“ 3 მარტს, საკუთარ კედლებში, „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.
ცნობისთვის, „ჯვაროსნების“ შემტევმა მიმდინარე სეზონში მერვე გოლი გაიტანა და მეექვსე საგოლე გადაცემა შეასრულა.
ხვიჩას ყველა მომენტი „სასუოლოსთან“