“კრიშტიანუს სახლში მიდი, ის მკვდარია“ - მოურინიომ 2012 წელი გაიხსენა
2011/2012 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს მიუნხენის „ბაიერნი“ და მადრიდის „რეალი“ დაუპირისპირდნენ.
პირველი მატჩი მიუნხენში გაიმართა, რომელიც გერმანულმა გუნდმა 2:1 მოიგო. განმეორებითი შეხვედრა კი იდენტური ანგარიშით „ბლანკოსმა“ მოიგო. ყველაფერი საბოლოოდ პენალტების სერიამდე მივიდა და „რეკორდმაისტერმა“ გაიმარჯვა.
პენალტები კრიშტიანუ რონალდუმ, კაკამ და სერხიო რამოსმა გააფუჭეს. ჟოზე მოურინიო კი სანტიაგო ბერნაბეუზე დაჩოქილი იდგა. ეს ისტორია კი „განსაკუთრებულმა“ უკანასკნელ ინტერვიუში გაიხსენა.
რა თქვა მოურინიომ?
„მატჩის დასრულების შემდეგ, როდესაც სახლში მანქანით ვბრუნდებოდი ვტიროდი. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ეს გავაკეთე. ცოტა ხანში ჟორჟე მენდეშმა დამირეკა და მითხრა: „გთხოვ, მიდი კრიშტიანუს სახლში, ის მკვდარია.“
ვუპასუხე, რომ მეც მკვდარი ვიყავი, მაგრამ ეს გავაკეთე. ჩემი თავი მწყობრში მოვიყვანე, აღარ ვტიროდი და რონალდუსთან წავედი. ჩვენ განადგურებულები ვიყავით.“
მატჩის ვიდეო მიმოხილვა