ნაპოლისთან მატჩს გამოტოვებს? - კიეზამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო
სერია ა-ს 27-ე ტურში „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ უმასპინძლებს. ტურინელთა ბანაკში საკადრო პრობლემებია.
ცნობილია, რომ სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ ადრიენ რაბიო და ვესტონ მაკკინი არ იქნებიან.
დღეს, ვარჯიშზე ფედერიკო კიეზას ალექს სანდრო დაეჯახა, რის შემდეგაც იტალიელმა შემტევმა კოჭი დაიზიანა და ვარჯიში ნაადრევად დაასრულა.
კიეზამ მოედანი კოჭლობით დატოვა. მას უკან დაბრუნება სურდა, მაგრამ ალეგრიმ ამის საშუალება არ მისცა.
ჯერჯერობით უცნობია შეძლებს, თუ არა ფედერიკო „ნაპოლისთან“ თამაშს. აღნიშნული დაპირისპირება 3 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.
Continassa: #Chiesa ha lasciato l’allenamento per precauzione, dopo aver rimediato una botta alla caviglia destra in uno scontro di gioco con Alex Sandro. Aveva provato a rientrare, ma zoppicava e Allegri lo ha richiamato fuori. #Juventus pic.twitter.com/g2fLS1Efuj
— Giovanni Albanese (@GiovaAlbanese) February 28, 2024