ქალ ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ტატუაშვილის გოლი - საქართველომ ჩრდ. მაკედონიას მეორე ამხანაგურიც მოუგო

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიასთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა.

მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი მე-17 წუთზე, თამარ ტატუაშვილმა გაიტანა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში მცველების შეცდომით ბრწყინვალედ ისარგებლა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას ამავე სტადიონზე 25 თებერვალსაც შეხვდა და მეტოქე 3:0 დაამარცხა. ამ მატჩში გოლები მაიკო ბებიამ და ანა ჩემინავამ (2) გაიტანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები