ტოპ კლასის მარცხენა მცველი სურთ | ბაიერნი რობერტსონსაც აკვირდება
მიუნხენის „ბაიერნის“ სატრანსფერო გეგმები უცხოური პრესის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემაა. „რეკორდმაისტერი“ ალფონსო დევისის შემცვლელს ეძებს, რომელიც დიდი ალბათობით, კარიერას „რეალში“ გააგრძელებს.
გუშინ, გერმანულმა პრესამ „ბაიერნს“ ტეო ერნანდესი დაუკავშირდა, დღეს კი ახალი ვარიანტი გაჟღერდა. Daily Mail-ის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერის“ რადარზე ენდრიუ რობერტსონი იმყოფება, რომელიც „ლივერპულის“ ღირსებას იცავს. მიუნხენელები მის გადაყვანას იმ შემთხვევაში შეეცდებიან თუ დევისი გუნდს დატოვებს.
გერმანელები ხვდებიან, რომ „რობოს“ გაფორმება მარტივი არ იქნება, მაგრამ ტოპ კლასის მარცხენა მცველის დამატება სურთ და შოტლანდიელი ფეხბურთელის კანდიდატურას სწორედ ამიტომ განიხილავენ. ზაფხულში, „ბაიერნს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება და Daily Mail-ის მიხედვით, საბოლოო სიტყვას სწორედ ის იტყვის.
შეგახსენებთ, რომ დევისი თავისუფალი აგენტი 2025 წლის ზაფხულში ხდება. არის შანსი, „რეალმა“ მისი ტრანსფერის დახურვა ამ ზაფხულს სცადოს და მზადაა, „ბაიერნს“ ალფონსოს სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო შესთავაზოს, ხოლო მაქსიმალურ თანხად 50 მილიონი ევრო სახელდება.