ლუკა დონჩიჩი, კაირი ირვინგი, ჯარეტ ალენი, მაქს სტრუსი
Aa
Aa

მაქს სტრუსის სასწაული | კლივლენდმა დალასს საოცარი სამქულიანით მოუგო

ლუკა დონჩიჩისა და კაირი ირვინგის „დალას მავერიქსმა“ ზედიზედ მეორე თამაში წააგო. „ინდიანა პეისერსთან“ განცდილი ფიასკოს შემდეგ, „მავსი“ „კლივლენდ კავალიერსს“ ესტუმრა და ბოლო წამებზე მიღებული სამქულიანით დამარცხდა - 119:121.

შეხვედრის დასრულებამდე 8 წამით ადრე, „დალასი“ 1 ქულით აგებდა, მაგრამ შეტევაში იყო და დონჩიჩის ჭკვიანური პასის შემდეგ, პი ჯეი ვაშინგტონმა საკუთარი გუნდი 1 ქულით დააწინაურა - 119:118. „კლივლენდი“ ტაიმაუტის გარეშე იყო დარჩენილი და შესატევად 2.6 წამი ჰქონდა. ეს დრო მაქს სტრუსისთვის საკმარისი აღმოჩნდა და მან საკუთარი ნახევრიდან სამქულიანი გაუშვა, რომელიც ზუსტი გამოდგა და „კლივლენდმა“ საფინალო სირენასთან ერთად მოიგო.

„კავალიერსის“ მხრიდან ყველაზე მეტი, 31 ქულა დონოვან მიტჩელმა ჩააგდო. სტრუსის ანგარიშზე 21 ქულა, 4 მოხსნა და 4 ასისტი იყო. ჯარეტ ალენმა 19 ქულა დააგროვა. „დალასის“ რიგებში საუკეთესო ლუკა დონჩიჩი იყო - 45 ქულა, 9 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა. კაირი ირვინგს 30 ქულა ჰქონდა, პი ჯეი ვაშინგტონს - 11.

ცნობისთვის, „კავალიერსს“ 38 მოგება და 19 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე პოზიციას იკავებს. „დალასის“ ანგარიშზე 33 მოგება და 25 წაგებაა და დასავლეთ კონფერენციაში მე-8 გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“საქართველოს ნაკრების იქს-ფაქტორი“ - FIBA გიორგი ოჩხიკიძეზე
“საქართველოს ნაკრების იქს-ფაქტორი“ - FIBA გიორგი ოჩხიკიძეზე