გიორგი ცინცაძე
Aa
Aa

ყოველთვის აქ, ყოველთვის კლასი - FIBA EuroBasket-ი ცინცაძეს დაემშვიდობა

Facebook-ში FIBA EuroBasket-ის ოფიციალური გვერდი გიორგი ცინცაძის სანაკრებო კარიერის დასრულებას გამოეხმაურა. „ყოველთვის აქ, ყოველთვის კლასი. მადლობა მოგონებებისთვის'' - წერია FIBA EuroBasket-ის ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, გიორგი ცინცაძემ საქართველოს ნაკრებში სადებიუტო მატჩი 2003 წელს ჩაატარა და საერთო ჯამში ეროვნული გუნდის მაისური 217 შეხვედრაში მოირგო. „ბუმ“ სანაკრებო კარიერა 26 თებერვალს, სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ წაგებულ მატჩში დაასრულა.

CrystalSport-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გიორგი ცინცაძემ განვლილ კარიერაზე ისაუბრა, მათ შორის გაიხსენა რუსეთის ნაკრების მხრიდან გამოხატულ ინტერესზე, რაზეც გიორგის პასუხი უარყოფითი იყო.

გიორგი ცინცაძის ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ CrystalSport-ის Facebook-ის გვერდზე.

მსგავსი სიახლეები