გამაგრდი, შენს გვერდით ვართ - ალთუნაშვილისა და კიტეიშვილის მხარდაჭერა ბექა ჟღენტს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ბექა ჟღენტს შარკოს დაავადება, გვერდითი ამიოტროპული სკლეროზი დაუდგინდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა, სანდრო ალთუნაშვილმა და ოთარ კიტეიშვილმა Instagram-ის „სთორიში'' ბექას თანადგომა გამოუცხადეს. ასევე, მითითებულ ანგარიშებზე გროვდება თანხა, რაც ბექას გამოჯანმრთელებისთვის უმნიშვნელოვანესია.
ანგარიშის ნომრები: GE60TB7796645068100039 (TBC Bank), GE38BG0000000589087334 (Bank of Georgia).
ბექა ჟღენტი გიორგი დევდარიანის გაწვრთნილ თბილისის „თბილისში’’ თამაშობდა. ასევე, საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრებების ფეხბურთელი იყო.