ვალენსიას უარი Netflix-ს - მესტალიაზე ვინისიუსზე ვერ გადაიღებენ
ვინისიუს ჯუნიორი, რომ „მესტალიაზე“ დიდად არ უყვართ ეს ახალი არავისთვის არის. მიმდინარე სეზონში, Netflix ბრაზილიელ სუპერვარსკვლავზე დოკუმენტურ ფილმს იღებს.
ესპანური მედიის ინფორმაციით, „ვალენსიამ“ Netflix-ს ვინისიუსის დოკუმენტური ფილმის „მესტალიაზე“ გადაღება აუკრძალა.
კლუბმა ბევრჯერ უარყო Netflix-ის თხოვნა უგო დუროსთან ინტერვიუს ჩაწერაზე. ისინი ვერ ხედავენ აზრს, თუ რატომ უნდა ჩაიწერონ კამერებმა მათი ტრიბუნები 90 წუთის განმავლობაში.
Netflix-მა ამ საკითხთან დაკავშირებით ლა ლიგას მიმართა, თუმცა უარი მიიღო. ლა ლიგა მხარს „ვალენსიას“ უჭერს.
Relovo-ს ინფორმაციით, სეზონის დაწყების წინ, „ღამურებთან“ აბსოლუტურად ყველა დეტალი შეთანხმებული იყო, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობამ ახლა აზრი შეიცვალა და მტკიცე უარი განაცხადა.