დანი ალვეში
Aa
Aa

ბარსელონამ დანი ალვეში ლეგენდების სიიდან გარიცხა

მას შემდეგ, რაც კატალონიის სასამართლომ დანი ალვეში გაუპატიურების საქმეზე დამნაშავედ ცნო, ბრაზილიელი ფეხბურთელი „ბარსელონამაც“ დასაჯა.

ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ის ცნობით, „ბლაუგრანამ“ 38 წლის ფეხბურთელი კლუბის ლეგენდების სიიდან ამოიღო. დღემდე, „ბარსელონას“ ლეგენდების სიაში 102 ფეხბურთელი იყო შეყვანილი, რომლებიც კლუბში, დაარსების დღიდან სხვადასხვა წლებში თამაშობდნენ, „ბარსელონამ“ კი ალვეშის წაშლის გადაწყვეტილება ოფიციალური განაჩენის გამოცხადების შემდეგ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ კატალონიის სასამართლომ დანი ალვეშს გაუპატიურების საქმეზე 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 150 ათას ევროიანი ჯარიმის გადახდა მიუსაჯა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი „ბლაუგრანაში“ 2008-2016 წლებში და შემდეგ 2021-22 წლებში თამაშობდა. „ბარსელონას“ მაისურით დანი ალვეშმა ყველა ტურნირზე 408 მატჩი ჩაატარა და 23 ტიტული მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები