მერაბ დვალიშვილი, გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

„მალე UFC-ში ორი ქართველი ჩემპიონი გვეყოლება“ | ინტერვიუ გურამ ქუთათელაძესთან

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ შვედურ სპორტულ ვებგვერდს, Kimura-ს ინტერვიუ მისცა. „ქართველ ვიკინგს“ მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ჩხუბზე ჰკითხეს და ქუთათელაძემ განაცხადა, რომ ილია თოფურიას შემდეგ, საქართველოს UFC-ში კიდევ ერთი ჩემპიონი ეყოლება. 

„მერაბის მეტსახელი „მანქანა“ ტყუილად არაა. მან სეხუდოსთან საოცრად იასპარეზა და ოლიმპიურ ჩემპიონს ჭიდაობაში აჯობა. პირველი რაუნდი რთული იყო, მაგრამ ბრძოლებისას მსგავსი რამ ხდება ხოლმე და ვფიქრობ, დვალიშვილმა შესანიშნავი სამუშაო გასწია. მერაბი დომინირებდა და ყველაფერს აკონტროლებდა. მისი გამოსვლა საქართველოსთვის შესანიშნავი გამარჯვება იყო.

ჩემი აზრით, სულერთია, ქამრისთვის ჩხუბში მისი მეტოქე ვინ იქნება. მერაბი შონ ომალისთანაც დომინანტი იქნება და ჩიტო ვერასთანაც. საქართველოს მალე UFC-ში ორი ჩემპიონი ეყოლება და ეს დროის ამბავია. როდის მექნება მომდევნო ჩხუბი? მალე დავბრუნდები, მეტს ვერაფერს გეტყვით“.

შეგახსენებთ, რომ ქუთათლაძემ ბოლო ბრძოლა ელვეს ბრენერთან გამართა და მესამე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა. UFC-ში მის ანგარიშზე 1 მოგება და 2 წაგებაა. მერაბის სავარაუდო მეტოქეებს რაც შეეხებათ, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, შონ ომალი მომდევნო ბრძოლას მარლონ „ჩიტო“ ვერას წინააღმდეგ 10 მარტს გამართავს და „მანქანა“ სავარაუდოდ გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ევლოევი თოფურიას: არ გინდა დაუმარცხებელ მებრძოლს ეჩხუბო?
ევლოევი თოფურიას: არ გინდა დაუმარცხებელ მებრძოლს ეჩხუბო?