რომა, ტორინო, საბა საზონოვი, ივან იურიჩი
Aa
Aa

„შეცდომა დაუშვა, მაგრამ ტრაგედია არ მომხდარა“ - იურიჩი საზონოვის თამაშზე

„სტადიო ოლიმპიკოზე“ „რომასთან“ 2-3 წაგებული შეხვედრის შემდეგ „ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა 23 წლის ქართველ ცენტრალურ მცველზე, საბა საზონოვზე ისაუბრა.

ივან იურიჩი:

საზონოვის სახით უკანა ხაზში გვყავს ახალგაზრდა მცველები, რომლებიც ხანდახან შეცდომებს უშვებენ, თუმცა ეს ტრაგედია არ არის. ჩვენს კარში სრულიად არასაჭირო ვითარებაში 11-მეტრიანი მაშინ დაინიშნა, როდესაც თამაშს ვაკონტროლებდით, შემდეგ კი გოლი 30 მეტრიდან გავუშვით. არ გვაქვს საკმარისად გრძელი სათადარიგო სკამი, თუმცა ეს თავის გასამართლებლად არ გამოგვადგება.

საბა საზონოვი შეხვედრაში მე-14 წუთზე ტრავმირებული მატეო ლოვატოს ნაცვლად ჩაერთო და 42-ე წუთზე „ტორინოს“ კარში პენალტი მის მიერ წესების დარღვევის გამო დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას დახმარება სჭირდება“ | ნაპოლი შეადარეს ადგილს, რომელსაც ცუნამიმ გადაუარა
„კვარას დახმარება სჭირდება“ | ნაპოლი შეადარეს ადგილს, რომელსაც ცუნამიმ გადაუარა