რომა, ტორინო, საბა საზონოვი
Aa
Aa

საზონოვის გამო პენალტი დაინიშნა - ტორინო რომასთან დამარცხდა

სერია ა-ს მორიგ ტურში „რომამ“ „ტორინოს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. ლოვატოს ტრავმის გამო, მატჩის მე-14 წუთზე იურიჩმა საზონოვი გამოიყვანა, რომელსაც არც ისე კარგი მატჩი ჰქონდა.

42-ე წუთზე, ქართველმა ფეხბურთელმა საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია, რის გამოც მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი კი ზუსტად დიბალამ შეასრულა.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ჯამში არგენტინელმა შემტევმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და „რომამ“ სწორედ მისი დიდებული თამაშის წყალობით მოიგო.

      რაც შეეხება საზონოვს, მან 24 პასი შეასრულა, საიდანაც ზუსტი 21 იყო. 3 საჰაერო ორთაბრძოლიდან ვერცერთი მოიგო, ხოლო 6 პოზიციური ორთაბრძოლიდან 3 მოიგო. პოზიცია 3-ჯერ დაკარგა და 4-ჯერ დაჯარიმდა. გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა მას 6 ქულა დაუწერა.

      ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, „ტორინოს“ 36 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს ტურინელები „ფიორენტინას“ წინააღმდეგ 2 მარტს გამართავენ.

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      მაისურაძემ ცვლილებები გამოიცნო - საქართველოს ნაკრების დრამატული მარცხი
      მაისურაძემ ცვლილებები გამოიცნო - საქართველოს ნაკრების დრამატული მარცხი