პეშიჩი: “შენგელიას წინააღმდეგ თავი დიდებულად დავიცავით“
Aa
Aa

პეშიჩი: “შენგელიას წინააღმდეგ თავი დიდებულად დავიცავით“

ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სერბეთს უმასპინძლა და სამწუხაროდ 76:63 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, სტუმართა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა.

პეშიჩი:

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ჩვენი დაცვის გეგმა ისეთი იყო, როგორც ყოველთვის არის. კალათბურთელებმა დიდებულად ითამაშეს. შენგელიას წინააღმდეგ თავი დიდებულად დაიცვეს. თავი ორგანიზებულად დავიცავით და ეს მნიშვნელოვანია. გამარჯვებით ყველანი ბედნიერები ვართ. გვახარებს ის, თუ როგორ ვითამაშეთ.

ვართ, თუ არა სხვებისთვის ფავორიტები? ამ მდგომარეობას უნდა შევეჩვიოთ და ხელი არ შეგვიშალოს. მოთამაშეებს სურთ აჩვენონ, რომ ისინი ყველაფრისთვის მზად არიან. იმედი მაქვს, მათ თავიანთ კლუბებში ბევრი პრაქტიკა ექნებათ.

გიორგი ცინცაძე ძალიან მოტივირებული იყო. დიდებულად ითამაშა. ის საქართველოს ნაკრების სისტემისთვის მნიშვნელოვანი კალათბურთელია. მის წინააღმდეგ თავის დაცვას ვცდილობდით. თავისი კარგი თამაშით თანაგუნდელებს ბევრ შანსს აძლევდა. ვულოცავ, დიდებული მატჩი ჰქონდა.“

ამ წაგების შემდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯგუფში 0 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება. საქართველოს შემდეგი ოფიციალური მატჩი უკვე 7 ივლისს ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ეტაპზე ლატვიის წინააღმდეგ ელოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები