ტრავმები - იუვენტუსს ნაპოლისთან 2 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება
სერია ა-ს შემდეგ ორ ტურში „ნაპოლი“ ჯერ „სასუოლოს“ ესტუმრება, ხოლო შემდეგ „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.
იტალიური მედია ტურინული გუნდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ „ბიანკონერის“ „პარტენოპეისთან“ ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება. საუბარი რაბიოზე და ვესტონ მაკკენიზეა. ორივე ფეხბურთელს ტრავმა აქვს.
ადრიენი და ვესტონი „ფროზინონესთან“ მატჩში დაშავდნენ და გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებენ. ფრანგ ნახევარმცველს ტერფის დაზიანება აღენიშნება, ხოლო მაკკენის მარცხენა მხარი აწუხებს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 4-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და წინა ტურში „ფროზინონე“ 3:2 დაამარცხა.
რაც შეეხება „ნაპოლის“, გასულ ტურში სერია ა-ს მოქმედმა ჩემპიონმა საკუთარ კედლებში „კალიარის“ ვერ მოუგო. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ „პარტენოპეი“ იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ 3 მატჩია ვერ იგებს.
„ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ დაპირისპირება 3 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.