ვასილ მაისურაძე, საბა სამუშია, ლუკა ფრიდონიშვილი
Aa
Aa

მაისურაძემ ცვლილებები გამოიცნო - საქართველოს ნაკრების დრამატული მარცხი

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ისრაელთან ამხანაგურ მატჩში 2:3 დამარცხდა. ვასილ მაისურაძის გუნდმა 2-ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფვხრა, თუმცა დამატებულ წუთზე მესამე გოლი გაუშვა.

ანგარიში 34-ე წუთზე იეჰუდა ბელაის საგოლე პასით იდო ოლიმ გახსნა. 49-ე წუთზე კარემ ზოაბის საგოლე გადაცემა იდეო კოენმა ანგარიშში ასახა - 0:2. მე-80 წუთზე საბა სამუშიამ ანგარიში შეამცირა, 81-ე წუთზე ლუკა ფრიდონიშვილმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა დამატებულ წუთზე ომერ დაჰანის გოლით ისრაელმა გაიმარჯვა  - 2:3.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ ცვლილებები გამოიცნო, სამუშიამ და ფრიდონიშვილმა ცვლილებაზე ითამაშეს და მათი გოლებით ანგარიში გათანაბრდა.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა: კურტანიძე, ბუკია, ტყეშელაშვილი (სადღობელაშვილი 58), ნარიმანიძე, ცეცხლაძე (გეგუჩაძე 70), შეროზია (ფაღავა 70), ჩიქოვანი (გობეშია 70), ბასილაძე (მაშავა 58), ცეცხლაძე (გოგსაძე 70), ბუბუტეიშვილი (სამუშია 58), ბერელიძე (ინაიშვილი 70)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები