ევერტონის აპელაციამ შედეგი გამოიღო | ათის ნაცვლად ექვსი ქულა დააკლდათ
Aa
Aa

ევერტონის აპელაციამ შედეგი გამოიღო | ათის ნაცვლად ექვსი ქულა დააკლდათ

„ევერტონმა“ დამოუკიდებელი სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გუნდს 10 ქულა ჩამოაკლდა, გაასაჩივრა. რამდენიმე წუთის წინ, „კანფეტებმა“ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ აპელაცია მოიგეს და მათი სასჯელი მინუს 10-დან მინუს 6 ქულამდე შემცირდა.

„სააპელაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და პოზიტიური შედეგის მიუხედავად, კლუბი პრემიერ ლიგასთან თანამშრომლობას გააგრძელებს. სასჯელის შემსუბუქების გარდა, კლუბმა პრინციპული გამარჯვებაც მოიპოვა“, - წერია „ევერტონის“ განცხადებაში.

ცნობისთვის, პრემიერ ლიგამ დამოუკიდებელ კომისიას 2023 წლის დასაწყისში მიმართა და საუბარი 2021/22 წლების სეზონის ბოლოს ეხება, როცა „ევერტონის“ ზარალმა 124.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. პრემიერ ლიგის ფინანსური წესების მიხედვით, კლუბებს არ აქვთ უფლება, 3-წლიან პერიოდში მათმა წაგებამ 105 მილიონზე მეტი შეადგინოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინმე ამიხსნით კაცს რატომ ვერ სცდება? - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
ვინმე ამიხსნით კაცს რატომ ვერ სცდება? - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე