დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

ნინიაშვილის მორიგი აღიარება - ქართველი მორაგბე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ნინიაშვილი ტურის სიმბოლურში ქართველი მორაგბე დავით ნინიაშვილი საფრანგეთის TOP 14-ის მე-16 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

საქართველოს ეროვნული გუნდის 21 წლის ფულბეკის თამაში ავტორიტეტულმა გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ გამოარჩია. შაბათს „ლიონმა“ საკუთარ სტადიონზე „ოიონას“ 43-26 მოუგო. ნინიაშვილის ანგარიშზე კი 2 ლელოა. მან მეტოქის ჩათვლის მოედანი 27-ე და 70-ე წუთზე აიღო. განსაკუთრებით ეფექტური მისი მეორე ლელო გამოდგა, როდესაც ნინიაშვილმა ბურთი ეფექტური დრიბლინგის შემდეგ დადო.

შვიდი მოგებითა და ცხრა წაგებით „ლიონი“ საფრანგეთღის ჩემპიონატში მეათე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ნინიაშვილი და მისი თანაგუნდელები 2 მარტს, სტუმრად „ბაიონთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები