ტყვიის სროლა, ნინო სალუქვაძე
Aa
Aa

ტყვიის მსროლელთა ისტორიული წარმატება

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია.

უნგრეთის ქალაქ დიორში ტურნირი ახალგაზრდა შერეულ წყვილებს შორის, 10 მეტრზე პნევმატური იარაღიდან სროლაში ჩატარდა. ფინალში მარიამ ფროდიაშვილისა და გიორგი მუმლაძის წყვილმა გერმანელები, ცელინა ბეკერი და ედუარდ ბაუმაისტერი 17-15 დაამარცხეს.

გამარჯვებული წყვილის გარდა, კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სახელით კონტინენტის პირველობაზე კიდევ 11 ტყვიის მსროლელი გამოდის. მათ შორისაა ლეგენდარული ნინო სალუქვაძე, რომელმაც პარიზის ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.

საქართველოს ტყვიის სროლის გუნდისთვის ეს ისტორიული წარმატებაა, რადგან აქამდე შერეულ წყვილებს შორის ჩვენი ქვეყნის ნაკრები ჩემპიონი არასოდეს გამხდარა

ცხელი ამბები