კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, როდრი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ოქროს ბურთის მოგების ფავორიტები | GOAL-ის რეიტინგში პირველი ბელინგემია

ცნობილმა საფეხბურთო გამოცემამ, GOAL-მა „ოქროს ბურთის“ ჯილდოს ფავორიტების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. GOAL-ის სიაში პირველ ადგილს მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი, ჯუდ ბელინგემი იკავებს, რომელიც მიმდინარე სეზონში ფენომენალურად გამოიყურება.

ინგლისელი ნახევარმცველის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავი, კილიან მბაპე მოდის. მესამე პოზიცია ერლინგ ჰოლანდს უკავია, მეოთხე და მეხუთე ადგილებზე კი ნორვეგიელი თავდამსხმელის თანაგუნდელები, ფილ ფოდენი და როდრი არიან.

„მანჩესტერ სიტის“ წარმომადგენლების შემდეგ, „ბაიერნის“ თავდამსხმელს, ჰარი კეინს ვხედავთ. ინგლისელ ცენტრფორვარდს მოჰამედ სალაჰი (ლივერპულკ), ვინისიუს ჟუნიორი (რეალი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი) და ბუკაიო საკა (არსენალი) მოჰყვებიან.

მე-11-დან მეოცე ადგილებამდე, ფეხბურთელები ასე არიან განაწილებული: ვირჯილ ვან დეიკი - 11, ანტუან გრიზმანი - 12, ხულიან ალვარესი - 13, ბერნარდუ სილვა - 14, დეკლან რაისი - 15, როდრიგო - 16, კრიშტიანუ რონალდუ - 17, კევინ დე ბრუინი - 18, ფლირიან ვირტცი - 19, ლიონელ მესი - 20.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურიას საოცნებო მეტოქე ხაბიბია - ილია მის დამარცხებაში დარწმუნებულია
თოფურიას საოცნებო მეტოქე ხაბიბია - ილია მის დამარცხებაში დარწმუნებულია