ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

ბიჭომ გირჭო - ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევს უპასუხა

UFC 298-ზე ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაანოკაუტა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. ამ ფაქტს ისლამ მახაჩევი ბრძოლის დასრულებისთანავე გამოეხმაურა: „ალექსი უდავოდ ერთ-ერთი უდიდესი ჩემპიონია ქვემსუბუქი წონით დივიზიონში. თავი ასწიე და უფრო ძლიერი დაბრუნდი! ახალ ჩემპიონს ილია თოფურიას ვულოცავ, ყოჩაღ биджо!“

ილია თოფურიამ მახაჩევს დღეს უპასუხა, Instagram-ის „სთორიში'' დაწერა: „ბიჭომ გირჭო''.

ილიას მახაჩევთან ჩხუბის სურვილი აქვს, ამ თემაზე თოფურიამ გასულ კვირაში ისაუბრა: „კიდევ ერთი ბრძოლა და ჩვენ წინ მახაჩევი გველოდება. ამაში ეჭვი არ მეპარება, რომ ორმაგი ჩემპიონი (ორი წონითი კატეგორია) გავხდები. Pound for Pound-ზე (ყველა წონითი დივიზიონის საერთო ლიდერი) ჩემი გალიდერების დრო მოვა. ბრძოლა, რომელსაც მე მივიღებდი არის ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ, მაგრამ ახლა სხვა რაღაცის გაკეთება მინდა''.

შეგახსენებთ, ვოლკანოვსკის დანოკაუტების შემდეგ თოფურია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა და Pound for Pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) შევიდა. „ელ მატადორი“ მე-5 ადგილზეა და მხოლოდ ალექს პერეირას, ჯონ ჯონსს, ლეონ ედვარდსსა და ისლამ მახაჩევს ჩამორჩება. ილია ისეთ მებრძოლებს უსწრებს, როგორებიც ჩარლზ ოლივეირა, ალეშანდრე პანტოჟა, დემეტრიუს ჯონსონი და სხვები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები