ილია თოფურია, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯაი ჰერბერტი
Aa
Aa

თოფურიას საოცნებო მეტოქე ხაბიბია - ილია მის დამარცხებაში დარწმუნებულია

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია გადაცემაში „ნოესთან’’ ჯაი ჰერბერტთან გამართულ ბრძოლაზე საუბრობს, როცა მეტოქის წიხლი სახეში მოხვდა. მისი თმით, ამ დარტყმამ მენტალურად დააზიანა. აღნიშნულ შეხვედრაში ჰერბერტმა ნოკდაუნში ჩააგდო, თუმცა საბოლოოდ თოფურიამ ნოკაურით გაიმარჯვა.

ილია თოფურია: „ყველაზე მძიმე დაზიანება ფიზიკურად არ მქონია, მაგრამ მენტალურად კი, როცა წამებში შენს გონებაში მოდის ფიქრი, რომ არ შეიძლება ეს რომ ხდებოდეს, როცა ლონდონში მომხვდა ჯაი ჰერბერტის წიხლი სახეში. ეს პატარა მონაკვეთი ჩემს ცხოვრებაში გაიწელა, როგორც 1 წელი.

პირველ რაუნდში დატყმები გავცვალეთ და მომხვდა სუფთა წიხლი ცხვირ-პირში. ჩემს გონებაში ის ფიქრები გადიოდა, რომ არ შეიძლება დავმარცხდე ადამიანთან, რომელზეც ბევრად უკეთესი ვარ ბრძოლის ყველა ასპექტში და ეს ვიცი.

ამ მომენტს ვერ ვეგუებოდი, თან ამავდროულად მიწევდა ჩემი თავის კონტროლი, რომ ემოციებს არ ავყოლოდი’’.

ილია თოფურია მის საოცნებო მეტოქედ ხაბიბ ნურმაგომედოვს ასახელებს.

„ჩემი საოცნებო მეტოქე... დიდი სიამოვნებით შევიდოდი ხაბიბ ნურმაგომედოვთან. დაუმარცხებელი რეკორდი აქვს 29:0-ზე, ჩემთვის მიმზიდველი რეკორდი აქვს. ასევე, ღირსეული და პატივსაცემი ჩემპიონია. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ დავამარცხებ''.

შეგახსენებთ, ვოლკანოვსკის დანოკაუტების შემდეგ თოფურია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა და Pound for Pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) შევიდა. „ელ მატადორი“ მე-5 ადგილზეა და მხოლოდ ალექს პერეირას, ჯონ ჯონსს, ლეონ ედვარდსსა და ისლამ მახაჩევს ჩამორჩება. ილია ისეთ მებრძოლებს უსწრებს, როგორებიც ჩარლზ ოლივეირა, ალეშანდრე პანტოჟა, დემეტრიუს ჯონსონი და სხვები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები