„კვარას დახმარება სჭირდება“ | ნაპოლი შეადარეს ადგილს, რომელსაც ცუნამიმ გადაუარა
იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „კალიარის“ დაუპირისპირდა. „პარტენოპეი“ ვიქტორ ოსიმენის გოლით იგებდა, მაგრამ „როსობლუმ“ წონასწორობა აღადგინა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-6 წუთზე ქულა გადაარჩინა - 1:1.
„კალიარისთან“ გამართული მატჩის შემდეგ, ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ, Corriere dello Sport-მა „ნაპოლიზე“ და ქართველ ფეხბურთელზე დაწერა. Corriere dello Sport-მა „პარტენოპეი“ შეადარა ადგილს, რომელსაც ცუნამიმ გადაუარა და განაცხადა, რომ „კვარას“ დახმარება სჭირდება.
„კალცონამ აურელიო დე ლაურენტისი უნდა დაიყოლიოს, რომ სანამ ოსიმენი გუნდში იმყოფება და სანამ ნაპოლის სურს, თავისი სტილის ერთგული დარჩეს, ძირითად შემადგენლობაში ჯაკომო რასპადორის ადგილი არაა. კალცონა კვარას უნდა დაეხმაროს, რათა მან გაითავისოს, რომ მისი დავალება მეტოქეზე წასვლა კი არა, მოწინააღმდეგე გუნდის კარის მიზანში ამოღება და შეტევის გასაგრძელებლად საუკეთესო ვარიანტის არჩევაა. სამწუხარო იქნება თუ მისნაირ ტოპ ტალანტს არასრულყოფილებისთვის გაწირავენ. კალიარისთან მატჩში ნაპოლი ჰგავდა სამშენებლო მოედანს, რომელსაც ცუნამიმ გადაუარა“, - წერს იტალიური გამოცემა.
ცნობისთვის, 26 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება. ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 თებერვალს, სტუმრად „სასუოლოსთან“ გამართავს.