სპეცია, ივა გელაშვილი
Aa
Aa

სპეციას უგოლო ფრე მოდენასთან | გელაშვილი მოედნიდან გააძევეს

იტალიის სერია B-ს 26-ე ტურში ივა გელაშვილის „სპეცია“ სტუმრად მერვეადგილოსან „მოდენას“ დაუპირისპირდა და ფრედ, 0:0 ითამაშა.

ქართველი მცველი 4-მატჩიანი პაუზის შემდეგ „სპეციას“ შემადგენლობაში დაბრუნდა და დღეს სასტარტო შემადგენლობაშიც მოგვევლინა, თუმცა, სამწუხაროდ, შეხვედრის ნაადრევად დასრულება მოუწია. ივა გელაშვილმა 27-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 35-ე წუთზე კი მეტოქის სახიფათო კონტრშეტევა ჩაშალა და მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი მისცა, რაც ავტომატურად წითელ ბარათს ნიშნავს.

რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, სტუმრებმა მაინც შეძლეს კარის მშრალას შენახვა და საბოლოოდ, ქულას დასჯერდნენ.

26 ტურის შემდეგ „სპეცია“ სერია B-ს სატურნირო ცხრილში 26 ქულით მე-18 ადგილზე იმყოფება. ივა გელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „ფერალპისალოს“ წინააღმდეგ გამართავს, თუმცა, ქართველი ცენტრი გუნდს 3 მარტს, „ბარის“ წინააღმდეგ დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები