4 თვის შემდეგ დაბრუნდა და გაიტანა - ებრალიძის გოლი პორტუ B-სთან
პორტუგალიის რანგით მეორე ლიგის 23-ე ტურში „პორტუს’’ მეორე გუნდი შინ „ლეიშოინშთან’’ 0:2 დამარცხდა.
4-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს ავთო ებრალიძე დაუბრუნდა, 22-ე ტურში „პაკუშ ფერეირასთან’’ მატჩის მიწურულს ჩაერთო თამაშში, „პორტუ B’’-სთან კი მინდორზე მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე გამოვიდა და მე-5 დამატებულ წუთზე გოლი გაიტანა, მცველის არადამაჯერებლობის შემდეგ სივრცე კარგად აითვისა და ერთ-ერთზე პორტუგალიის 20-წლამდე ნაკრების მეკარეს, დიოგუ ფერნანდესს შეუგდო.
ებრალიძის გუნდს 5-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა და ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. ამ ეტაპზე „ლეიშოინში'' 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.
32 წლის შემტევს პორტუგალიის უმაღლესი ლიგის სამ კლუბში უთამაშია: „ჟილ ვისენტეს“, „შავეშისა“ და „ნასიონალის“ ღირსებას იცავდა. საერთო ჯამში პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში 54 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა რანგით მეორე ლიგაში „ჟილ ვისენტესა“ და „ვიზეუს“ მაისურით ასპარეზობდა. გარკვეული პერიოდი კვიპროსზე გაატარა, „დოქსასა'' და „ანორთოსისის'' ფეხბურთელი იყო, ამ სეზონში „ლეიშოინშში'' დაბრუნდა, პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში 8 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ 2013-14 წლებში ავთო ებრალიძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სამი მატჩი ჩაატარა, როცა მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყო.