ხვიჩა კვარაცხელია, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

„ინტროვერტია, ბევრს არ ლაპარაკობს, თუმცა...“ - კალცონამ კვარაზე ისაუბრა

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „კალიარის“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ანგარიში 65-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა გახსნა, თუმცა, „ნაპოლიმ“ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და გოლი თამაშის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე გაუშვა, რითაც 1 ქულას დასჯერდა.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველმა ფეხბურთელმა 73 წუთი ითამაშა, თუმცა, შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ განვლილი მატჩი შეაფასა და ხვიჩას შესახებაც ისაუბრა.

რა თქვა კალცონამ:

პრობლემა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ვიცოდით, რომ „კალიარი“ საკუთარ მოედანზე თამაშს დიდი წნეხით იწყებს და ფინიშიც საკმაოდ ძლიერი აქვს. ამისთვის მზად ვიყავით, მაგრამ მაინც ვერ გავუმკლავდით. პირველ ტაიმში ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ, რამაც თამაშის სცენარზე გავლენა მოახდინა. მეორე ნახევარში კი შედარებით მოწესრიგებულად ვთამაშობდით, ორი კარგი შანსი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ და ამის გამო დავისაჯეთ.

ვფიქრობ, პრობლემა ფსიქოლოგიურია, რადგან ფიზიკურად, გუნდი კარგ ფორმაშია. ერთადერთი, რითაც გუნდის გაკრიტიკება შემიძლია, ეს მატჩის მენეჯმენტია. სირთულეების შესახებ ვიცოდით - იყო ქარი, მაღალი ბალახი, მეტოქის თამაშის სტილიც ვიცოდით, მაგრამ ყველაფერი ვერ გავითვალისწინეთ.

რაც შეეხება კვარაცხელიას, ცდილობს გააკეთოს ის ყველაფერი, რასაც მისგან ვითხოვ. შესაძლოა, ამაზე იმდენად კონცენტრირებულიცაა, რომ მხედველობიდან თავის თვისებები შესაძლოა დაკარგოს კიდეც. ის ინტროვერტი ბიჭია, ბევრს არ ლაპარაკობს, ვფიქრობ, დახმარების ხელს მალე გამოგვიწვდის. მას დიდი რესურსი აქვს და ამით ბედნიერი ვარ, რადგან ეს დიდ იმედს მაძლევს. ამის გარეშე, ყველაფერი უფრო რთული იქნებოდა.

26 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება. ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 თებერვალს, სტუმრად „სასუოლოსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისნაირი ფეხბურთელისგან უფრო მეტს ველით“ - იტალიური მედიის შეფასება
„მისნაირი ფეხბურთელისგან უფრო მეტს ველით“ - იტალიური მედიის შეფასება